საზოგადოებაnewsსაბერძნეთი

როდოსის მკვიდრმა ლატარიაში 2 მილიონ 100 ათასი ევრო მოიგო

საბერძნეთში პოპულარული ლატარიის, ჯოკერის“ მორიგმა გათამაშებამ ერთ-ერთ მონაწილეს ყველა მოთამაშისთვის სანატრელი სუპერპრიზი მოაგებინა.

22 მარტს გამართულ გათამაშებაში იღბლიანი ნომრები იყო: 4, 11, 22, 23, 34, ხოლო „ჯოკერი“ – 12. როგორც აღმოჩნდა, ერთმა იღბლიანმა ყველა რიცხვი გამოიცნო და 2 მილიონ 100 ათასი ევრო მოიგო.

ცნობილია, რომ იღბლიანი ბილეთი კუნძულ როდოსის მკვიდრმა შეავსო და რამდენადაც სხვამ ვერავინ შეძლო ექვსივე რიცხვის გამოცნობა, მთელი პრიზი მას შეხვდა.

როგორც ყოველთვის, საბერძნეთის ლატარიის კომპანიამ გამარჯვებულის ვინაობა ამჯერადაც არ დაასახელა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close