გეორგიანი – „ქართული“ სოფელი საბერძნეთში

საბერძნეთში, ცენტრალურ მაკედონიაში, არსებობს ერთი სოფელი, რომლის სახელწოდებაა გეორგიანი (ΓΕΩΡΓΙΑΝΟΙ), რაც სიტყვასიტყვით „ქართველებს“ ნიშნავს. სოფელი ვერიის ოლქის იმათიას პრეფექტურას ეკუთვნის.

ისტორიულად ამ ადგილზე მდებარეობდა სოფელი ტოპლიანი (Τόπλιανη), რომელიც 1822 წელს, ნაუსის აჯანყების დროს თურქებმა გადაწვეს. 100 წლის განმავლობაში აქ მოსახლეობას არ უცხოვრია. 1922 წელს სოფელში კავკასიიდან დევნილი პონტოელი ბერძნები დასახლდნენ და სწორედ მათ შეუცვალეს სახელი დასახლებას. 1928 წლიდან სოფელს გეორგიანი ეწოდება.

პონტოელი ბერძნები, რომლებიც აქ დასახლდნენ, წარმოშობით არტაანის მხარის სოფელ ხანაკის მცხოვრებლები იყვნენ. ისინი 1921 წელს, თურქების მიერ ამ მხარის დაპყრობის შემდეგ, საბერძნეთში გადავიდნენ საცხოვრებლად.

როგორც ჩანს, საბერძნეთში წასულ ამ ადამიანებში საკმაოდ ძლიერი იყო ქართული ცნობიერება. მიუხედავად იმისა, რომ მათ ელადაში დამკვიდრება არჩიეს, საკუთარ სოფელს „ქართველები“ დაარქვეს.

დღეს სოფლის მოსახლეობა დაახლოებით 300 მაცხოვრებლისგან შედგება.

იხილეთ სოფელ გეორგიანის ხედები:

 

კომენტარები
Загрузка...