აკა მორჩილაძის რომანი „obOlé“ კანის კინოფესტივალის წიგნების სექციაში მოხვდა

კანის კინოფესტივალის სექციაში – SHOOT THE BOOK აკა მორჩილაძის რომანი „obOlé“ 10 რჩეულ ნაწარმოებს შორის მოხვდა. ეს კანის კინოფესტივალის წიგნების სექციაში ქართული ნაწარმოების მოხვედრის პირველი შემთხვევაა.

პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალზე თავიანთი გამოცემები ქართველმა გამომცემლებმა გასული წლის ნოემბერში წარადგინეს, მათ შორის იყო აკა მორჩილაძის რომანი „obOlé“, რომელიც  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ 2011 წელს გამოსცა.

აკა მორჩილაძის რომანს, კანის კინოფესტივალის ფარგლებში, საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლები 15 მაისს გაეცნობიან.

კომენტარები
Загрузка...