Schengen/EU APP – მობილური აპლიკაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შენგენის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მობილური აპლიკაციიის – Schengen/EU APP-ის შექმნის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს:

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, მოსახლეობას მისცეს დამატებითი ინსტრუმენტები დაიცვან უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული წესები. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა Schengen/EU APP – მობილური აპლიკაცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, გამოითვალონ შენგენის ზონაში გატარებული და უვიზო მიმოსვლის წესების შესაბამისად, დარჩენილი დღეების რაოდენობა.

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში; მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში; Schengen/EU APP-ის საშუალებით, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ აღნიშნული წესების შესაბამისად, აპლიკაციაში შესვლა და გამოსვლის თარიღების მითითებით, მიიღონ ინფორმაცია დღევანდელი მდგომარეობით 180 დღიან პერიოდში დასაშვები 90 დღიდან გამოყენებული და დარჩენილი დღეების შესახებ.

აპლიკაცია, მარტივი და მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისის გამოყენებით, მოქალაქეებს ასევე აძლევს საშუალებას:

  • შეინახონ შენგენის ზონაში განხორციელებული მოგზაურობები (მათ შორის ქვეყნების მითითებით);
  • წესების შესაბამისად დაგეგმონ სამომავლო ვიზიტები ევროკავშირის/შენგენის სივრცეში;
  • გამოითვალონ დარჩენილი დღეების შესახებ ინფორმაცია მომავალში (ან წარსულში) ნებისმიერ დღესთან მიმართებაში;
  • ჩემი მოგზაურობის ისტორიის ფუნქციონალით დააგენერირონ რუკა, შენგენის ზონის იმ ქვეყნების მითითებით სადაც კი განუხორციელებიათ მოგზაურობა;
  • შეინახონ ან გააზიარონ კონკრეტული მოგზაურობის, ან მოგზაურობის ისტორიის ამსახველი ვიზუალური ინფორმაცია სოციალურ ქსელებზე;
  • გაეცნონ უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ დეტალურ ინფორმაციას;
  • მიიღოს შეტყობინება შენგენის ზონაში შესვლისთანავე მოგზაურობის აპლიკაციაში შეყვანასთან დაკავშირებით;
  • მოგზაურობის დროს შესაბამისი ინფორმაციის მითითების შემთხვევაში მიიღოს შეტყობინება დარჩენილი დღეების (2 დღე) რაოდენობის შესახებ.

Schengen/EU APP-ს აქვს სამენოვანი ინტერფეისი: ქართული, ინგლისური და რუსული.

აპლიკაცია შექმნილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან სრულ შესაბამისობაში. აპლიკაციაში მითითებული ინფორმაცია ინახება მხოლოდ მომხმარებლის მიერ გამოყენებულ მოწყობილობაზე და, შესაბამისად, მასზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის მოწყობილობიდან.

აპლიკაცია შექმნილია მომხმარებლის კომფორტისა და ინფორმირებულობისათვის, ხოლო მის მიერ დათვლილ დღეებს აქვთ მხოლოდ სარეკომენდაციო და დამხმარე ხასიათი. ისევე როგორც ევროკიმისიის მიერ შექმნილი კალკულატორს, Schengen/EU APP არ აქვს რაიმე იურდიული ძალა.

Schengen/EU APP შეიქმნა იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ევროკავშირის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

წყარო: http://mfa.gov.ge/MainNav/ConsularInformation/ShengenAPP.aspx

კომენტარები
Загрузка...