ათენის მეტროს ბარიერები კვირიდან ამუშავდება

ათენის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის განცხადებით, კვირას, 4 მარტს ამოქმედდება ბარიერები სინდაგმის მეტროს სადგურზე.

15 მარტამდე ბარიერები მუშაობას დაიწყებს მეტროს სხვა სადგურებზეც. ამდენად, ამიერიდან მეტროს სადგურში შესვლა ბილეთის გარეშე შეუძლებელი იქნება. იგივე ეხება კიფისია-პირეოსის ელექტრომატარებლის ხაზსაც.

კომენტარები
Загрузка...