შესაძლოა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყოს

ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის თაობაზე პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადებას საქართველოს პროკურატურა სწავლობს, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა დღეს განაცხადა.

„საკითხს პროკურატურა სწავლობს. ჩვენ ვერკვევით იმ განცხადების დეტალებში, რომელიც კონკრეტული პირის მხრიდან გავრცელდა, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყება-არდაწყების თაობაზე“, – თქვა გაბიტაშვილმა.

ცნობილი ტელეწამყვანის მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების შესახებ გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმში“ გასული სიუჟეტიდან გახდა ცნობილი. სიუჟეტში ერთ-ერთმა პატიმარმა გიორგის შეკვეთილი მკვლელობის შესახებ ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლებამ დაგეგმა. კოტე ციხისთავმა თქვა, რომ გიორგი სანაია ხელისუფლების დავალებით მოკლა ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებულმა შოთა ჭიჭიაშვილმა.

გიორგი სანაია 2001 წლის ივლისში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები
Загрузка...