კინო/ფილმები

თურქული სერიალის ერთი სერია ბათუმში გადაიღეს

პოპულარული თურქული სერიალის, SEN ANLAT KARADENIZ-ის („მოგვიყევი შავ ზღვაზე“) ერთ-ერთი სერია მთლიანად ბათუმშია გადაღებული.

კადრებში ჩანს ბათუმის ხედები და ერას მოედანზე მოსეირნე მთავარი პერსონაჟები, ასევე, ბათუმის პორტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

აღსანიშნავია, რომ სერიას ფონად ქართული სიმღერები გასდევს. სიმღერა დედაზე თურქული აქცენტით სასიამოვნო მოსასმენია. განსაკუთრებით გულისამაჩუყებელია განშორების სცენა „გელინოს“ თანხლებით.

პორტალ „იუთუბიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე თავად თურქები ძალიან თბილ კომენტარებს წერენ.

იხილე ვიდეოები:
წყარო: https://on.ge/

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
Close