იაპონელების გამოგონილი წამალი გრიპისგან ერთ დღეში განგკურნავთ!

გრიპის ვირუსი

იაპონური კომპანია SHIONOGI & CO.-ს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ გრიპის წინააღმდეგ ახალი პრეპარატი შეიმუშავეს, რომელიც გრიპის ვირუსს ერთ დღეში (24 საათში) კლავს.

მათი ინფორმაციით, ახალი რევოლუციური პრეპარატი Baloxavir Marboxil-ი უკვე არსებული ანტიგრიპოზული პრეპარატებისაგან განსხვავებულად მოქმედებს და ამით მიიღწევა სასურველი სწრაფი შედეგი. მაგ., ოზელტამივირი (ტამიფლუ) ნეირამინიდაზის ინჰიბიტორია და ბლოკირებას უკეთებს ფერმენტს, რომელსაც ვირუსი ინფიცირებულ უჯრედებში კვლავწარმოებისთვის იყენებს. ახალი იაპონური პრეპარატრი კი სხვა ფერმენტზეა მიმართული და უჯრედის ვირუსით დასნებოვნებას უშლის ხელს. ამის შესახებ Science Alert-ი იტყობინება.

სხვა სიტყვებით რომ ავხსნათ ახალი წამლის მოქმედების მექანიზმი: ორგანიზმში გრიპის ვირუსი შემდეგნაირად ვრცელდება – ადამიანის უჯრედში ვირუსის შეღწევის შემდეგ  ის „ტეხს“ ცილების წარმოების უჯრედულ მექანიზმებს. თავისი რიბონუკლეინის მჟავას (RNA) წყალობით ვირუსი დასნებოვნებულ („გატეხილ“) უჯრედს მისთვის აუცილებელი ვირუსული ცილის სინთეზირებას „აიძულებს“; ამის შემდეგ კი დასნებოვნებული უჯრედიდან გამოსვლისთანავე ხდება ვირუსული ნაწილაკების აკრეფა, რომლებიც გავრცელებისთვის მზადაა.

დღეისათვის არსებული, გრიპის წინააღმდეგ რეალურად მოქმედი პრეპარატი ოზელტამივირი ანუ ტამიფლუ ცდილობს, შეაჩეროს ვირუსის გავრცელება დასნებოვნებული უჯრედიდან ახალი ვირუსული ნაწილაკების გამოსვლის მომენტში. იაპონელმა მეცნიერებმა კი შექმნეს ნივთიერება, რომელიც ვირუსულ ციკლს აჩერებს ცილების წარმომქმნელი უჯრედული მექანიზმების „გატეხის“ და ვირუსის რნმ-ს გამრავლების (რეპლიკაციის) მომენტში. ამის შედეგად მიიღწევა ის, რომ ახალ პრეპარატს ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი გრიპის ვირუსის დასამარცხებლად მხოლოდ 24 საათი სჭირდება.

ახალი პრეპარატის მეორე მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ საკმარისია წამლის მხოლოდ ერთი დოზა (ანუ ერთხელ მიღება), მაშინ როდესაც უკვე არსებული ანტიგრიპოზული მედიკამენტები 5 დღის განმავლობაში უნდა მიიღო, დღეში 2-ჯერ. ახალი პრეპარატის მიღებიდან 24 საათის შემდეგ ადამიანი უკვე აღარ არის გრიპის ვირუსის გადამტანი და მისგან ვირუსი გარშემომყოფებს აღარ გადაედებათ.

იაპონელი მეცნიერების მიერ შექმნილი გრიპის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატი A და B ტიპის გრიპის ვირუსების წინააღმდეგ არის მიმართული. პრეპარატის კლინიკური გამოცდის მესამე ეტაპი იანვარში დასრულდა. როგორც ვარაუდობენ, Baloxavir Marboxil-ის ლიცენზია უახლოეს მომავალში გაიცემა და მაისში დაიწყება მისი წარმოება, ხოლო საერთაშორისო  ბაზარზე ის უკვე დაახლოებით ერთ წელიწადში – 2019 წლისთვის გამოჩნდება, გრიპის ახალი ეპიდემიური სეზონის დაწყებამდე.

თავად პრეპარატის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოგონების პროცესში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) მუშაობის შესახებ უკვე არსებული ცოდნა გამოიყენეს.

კომენტარები
Загрузка...