ფსიქოლოგია

სხეულის დისმორფიული აშლილობის ახალი ფორმა – პაციენტები პლასტიკურ ოპერაციას იკეთებენ მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალურ ქსელში უფრო ლამაზი ფოტო დადონ

პლასტიკური ქირურგიის ამერიკული აკადემიის ცნობით, გასულ წელს პაციენტთა 42%-მა პლასტიკურ ქირურგიას მიმართა მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალურ ქსელებში უფრო მომხიბლავი პროფაილის ფოტო დაედო, წელს კი პლასტიკური ოპერაციების მსურველ პაციენტთა 55%-მა მიაკითხა კლინიკებს სწორედ ამ მიზნით. ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ თუ ადრე „სილამაზის ეტალონებად“ გლამურული ჟურნალების გარეკანზე დაბეჭდილი მოდელები ითვლებოდნენ, თანამედროვე მსოფლიოში INSTAGRAM და SNAPCHAT ცვლიან წარმოდგენებს სილამაზის შესახებ.

„სხეულის დისმორფიული აშლილობა“ – ფსიქიკური დარღვევაა, რომლის დროსაც ადამიანს ჰგონია, რომ მას აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს, ან მკვეთრად აზვიადებს ამ ნაკლს. ამგვარი წარმოდგენა შესაძლებელია ვლინდებოდეს სხეულის რომელიმე ერთი (მონომორფოფობია), ან რამდენიმე (პოლიდისმორფოფობია) ნაწილის მიმართ. პაციენტს უჩნდება ღრმა რწმენა, რომ მისი სხეული მახინჯდება, დეფორმირდება და მიუღებელი ხდება გარშემო მყოფთათვის. დისმორფიული დარღვევების მქონე ადამიანებს უვითარდებათ დაბალი თვითშეფასება, შფოთვა, დეპრესია, სოციალური ფუნქციის და როლის შესუსტება, განსაკუთრებულ მძიმე შემთხვევებში – სუიციდური ფიქრები და მცდელობებიც კი.

სამედიცინო ჟურნალ JAMA Facial Plastic Surgery-ში გამოქვეყნდა ბოსტონის უნივერსიტეტის კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც სხეულის დისმორფიული აშლილობის სრულიად ახალი ფორმა დაუდგინეს, რასაც თანამედროვე მობილური პროგრამების, აპლიკაციების, ფოტორედაქტორების ფილტრები იწვევს.

პლასტიკური ქირურგები ე. წ. Snapchat დისმორფიაზე ალაპარაკდნენ. როგორც ისინი ამბობენ, პაციენტებს მათთან Snapchat-ით დამუშავებული საკუთარი ფოტოები მიაქვთ და ანალოგიურ გარეგნობას ითხოვენ – მაგალითად, ფილტრებით რედაქტირებული ტუჩების, თვალებისა და ცხვირის ფორმებს. ისინი ხშირად სრულიად არარეალისტური გამოსახულებების სიმულაციასაც მიმართავენ, შესაბამისად, ქირურგებისგან შეუძლებელს ითხოვენ და ოპერაციის შედეგით უკმაყოფილონი რჩებიან.

პლასტიკური ქირურგიის ამერიკული აკადემიის ცნობით, გასულ წელს პაციენტთა 42%-მა პლასტიკურ ქირურგიას მიმართა მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალურ ქსელებში უფრო მომხიბლავი პროფაილის ფოტო დაედო, წელს კი პლასტიკური ოპერაციების მსურველ პაციენტთა 55%-მა მიაკითხა კლინიკებს სწორედ ამ მიზეზით.

ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ თუ ადრე „სილამაზის ეტალონებად“ გლამურული ჟურნალების გარეკანზე დაბეჭდილი მოდელები ითვლებოდნენ, თანამედროვე მსოფლიოში Instagram და Snapchat ცვლიან წარმოდგენებს სილამაზის შესახებ, რაც „სხეულის დისმორფიული აშლილობის“ შემთხვევების ალბათობას ზრდის.

სტატიის ორიგინალური ვერსია იხ. : https://at.ge/2018/08/18/snapchat-and-instagram/სხეულის დისმორფიული აშლილობა 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close