საზოგადოებაnewsსაბერძნეთი

ქართველების აქციები სინდაღმასა და ომონიაზე – მნიშვნელოვანი ინიციატივა

საბერძნეთის ქართულ-ბერძნული ახალგაზრდული გაერთიანების ინიციატივით, 2018 წლის 16 სექტემბერს გაიმართება საინფორმაციო შინაარსის აქციები ქ. ათენის ორ უმნიშვნელოვანეს მოედანზე (ომონია და სინდაღმა), რომლებიც მიეძღვნება ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის ორი ტრაგიკული მოვლენის – სოხუმის დაცემის ოცდახუთ და აგვისტოს ომის ათ წლისთავს.

აქცია დაიწყება 14:00 საათზე ომონიაზე, წმ. კონსტანტინეს ტაძარში. საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მოძღვარი მამა სინესიოსი (თეიმურაზ კალანდაძე) აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში დაღუპული მეომრებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სულთა მოსახსენებელ პანაშვიდს აღასრულებს.
ქართველი ახალგაზრდები ბერძენ და უცხოელ მოქალაქეებს მიაწვდიან შესაბამის ინფორმაციას ორივე ტრაგიკული მოვლენის შესახებ:
– რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ;
– რომ საქართველომ დაკარგა ტერიტორიები და აფხაზეთისა და აგვისტომს ომს შეეწირა არაერთი ქართველი მებრძოლი და სამოქალაქო პირი;
– და რომ არსებობს სამწუხარო პარალელი საბერძნეთის ისტორიასთან, როდესაც საბერძნეთმა კუნძულ კვიპროსის დიდი ნაწილი დაკარგა.
17:00 საათზე მოეწყობა მსვლელობა ომონიიდან ქ. ათენის უმთავრეს და ხალხმრავალ სინდაღმის მოედნამდე, სადაც ბერძნებსა და უცხოელ ტურისტებს მიეწოდება მრავალფეროვანი ინფორმაცია თანამედროვე საქართველოს შესახებ. ორივე მოედანზე გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი და ქართული კლასიკური თუ ხალხური პოლიფონიური მუსიკის შედევრები.

აქციის ორგანიზატორების მიზანია, ბერძენ და უცხოელ მეგობრებს ღირსეულად გააცნონ ჩვენი სამშობლოსაქართველო, გაუზიარონ მათ საინფორმაციო მასალა (ბროშურები, ფლაერები და სხვა) ჩვენი ქვეყნის მიღწევების, მისი ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და ტურისტული მიმზიდველობის შესახებ.
აქციის თანაორგანიზატორები არიან:
– განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“;
– ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაცია;
– საემიგრაციო ცენტრი ათენში.
მხარდამჭერები:
– საქართველოს საელჩო სერბეთისა და საბერძნეთის რესპუბლიკებში;
– არასამთავრობო ორგანიზაცია „ივერიონი“;
– ქართულ-ბერძნული კულტურისა და განათლების ცენტრი „არმაზი“;
– ქართველ ემიგრანტთა დახმარების ჯგუფი;
– ემიგრანტ ქართველ ქალთა კავშირი;
– სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაცია;
– ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა.
– საინფორმაციო-შემეცნებითი ვებგვერდი ემიგრანტებისთვის nostal.ge

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან აქციაში!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close