თამთა საზაფხულო არდადეგებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ატარებს

930

ცნობილი ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე აგვისტოს შუა რიცხვებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. როგორც ჩანს, მას იქ ყოფნა ძალიან გაუტკბა, რადგან ჯერაც არ დაბრუნებულა საბერძნეთში.

შვებულების დიდი ნაწილი თამთამ ლოს-ანჯელესსა და ლას-ვეგასში გაატარა, ამჟამად კი ნიუ-იორკში იმყოფება. მართალია, სოციალურ მედიაში თამთას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში იგი მარტო ჩანს, მაგრამ ბერძნული მედიის ინფორმაციით, მომღერალი აშშ-ში თავის მეგობართან, პარის კასიდოკოსტასთან ერთად იმყოფება.

სხვათა შორის, გასულ წელს თამთამ კალიფორნიაში იმოგზაურა. როგორც ჩანს, მას ამერიკა ძალიან მოეწონა და ამჯერად სხვა ქალაქებიც მოინახულა. წელს მიკი მაუსის შექმნის 90 წლის იუბილეა. თამთამ ამ იუბილესთან დაკავშირებით პოპულარული მულტფილმის გმირის სათამაშოები შეიძინა და მიკისთან ერთად სურათებიც გადაიღო.

იხილე ფოტოგალერეა:

ფოტოები თამთას ფეისბუქის გვერდიდან.

კომენტარები
გაზიარება