საბერძნეთში გადაღებული ცნობილი ფილმები

1454

საბერძნეთი ცნობილია თავისი ლამაზი ბუნებით, რომელიც მარტო ტურისტებს როდი იზიდავს. ჰოლივუდის არაერთი ცნობილი ფილმი გადაუღიათ ელადის მიწაზე, თუმცა მაყურებელმა ამის შესახებ შეიძლება არც იცოდეს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, გაგახსენოთ რამდენიმე ასეთი ფილმი, რომელთა ნახვითაც შეგიძლიათ ამ შაბათ-კვირას ისიამოვნოთ.

Mamma Mia – 2008 წელს გამოსული მუსიკალური მელოდრამა საბერძნეთის  ნაკლებად პოპულარულ კუნძულებზე, სკოპელოსა და სკიათოზეა გადაღებული.

მაყურებელს შეუძლია დარწმუნდეს, რომ მიკონოსა და სანდორინის გარდა სხვა მშვენიერი ბერძნული კუნძულებიც არსებობს. ფილმში ჟღერს „აბბას“ უკვდავი მუსიკა, ხოლო მთავარ როლებს მერილ სტრიპი, პირს ბროსნანი და ამანდა სეიფრიდი ასრულებენ. ფილმი შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე გადასვლით ნახოთ.
http://net.adjara.com/Movie/main?id=3570

2001 წელს გამოვიდა ისტორიული მელოდრამა „კაპიტან კორელის მანდოლინა“, რომელშიც მოქმედება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ვითარდება. იტალიის საოკუპაციო რეჟიმის ოფიცერს ბერძენი გოგონა შეუყვარდება, რომელიც თავისმა საქმრომ მიატოვა.

ფილმი კუნძულ კეფალონიაზეა გადაღებული და მასში კარგად ჩანს იონიის ამ მშვენიერი კუნძულის სილამაზე. მთავარ როლებს კი ნიკოლას კეიჯი და პენელოპე კრუსი ასრულებენ.
ფილმის სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე:
http://net.adjara.com/Movie/main?id=3838

ვისაც ძველი კლასიკური ფილმები გიყვართ, აუცილებლად უნდა ნახოთ „ბიჭი დელფინზე“, რომელიც 1957 წელს არის გადაღებული. ფილმში მთავარ როლს ლეგანდარული სოფი ლორენი ასრულებს და მასში ჩანს კუნძულების – ჰიდრას, როდოსისა და დელოსის ხედები, ასევე, მეტეორა და ათენი. განსაკუთრებით საინტერესო იქნება იხილოთ, როგორ გამოიყურებოდა ათენის აკროპოლისი 60 წლის წინათ. აი ფილმის ბმულიც:
http://net.adjara.com/Movie/main?id=19809


სასიამოვნო შაბათ-კვირას გისურვებთ!

კომენტარები
Загрузка...