საბერძნეთში მეძავთა რიცხვი გაიზარდა

353

ათენის პანთეიონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემებით, ბოლო წლებში საბერძნეთში გაიზარდა იმ ქალთა რიცხვი, რომლებიც პროსტიტუციით არიან დაკავებულები, რამაც, აგრეთვე, საგრძნობლად გაზარდა კლიენტთა რაოდენობაც.

კვლევის შედეგების თანახმად, პროსტიტუციის ზრდა 2010 წლიდან დაიწყო, ანუ პროსტიტუციის ზრდა საბერძნეთში ფინანსური და მიგრაციული კრიზისის სოციალური და კულტურული შედეგების თანხვედრია.

კონკრეტულ რიცხვებს რაც შეეხება: პროსტიტუციით დაკავებულ ქალთა რაოდენობა 17 000-იდან (2012 წ.) 18 200-მდე (2017 წ.) გაიზარდა, ხოლო კლიენტთა რაოდენობა – 435 000-იდან 605 000-მდე.

საგრძნობლად მოიმატა მიგრანტი კლიენტების რიცხვმაც: 2012 წელს ეს მაჩვენებელი 14 000  იყო, ხოლო  2017 წელს – 160 000.

ზრდა ყველგან დაფიქსირდა – საროსკიპოებში, სტუდიებსა თუ ქუჩაში.

კვლევამ აჩვენა, რომ პროსტიტუციის ზრდასთან ერთად მომსახურების ფასიც შემცირდა.

კომენტარები
გაზიარება