კვერცხის ნაჭუჭის აპკი ჭრილობას სწრაფად შეგიხორცებთ

490

როგორც წესი, კვერცხის შიგთავსს კულინარიული მიზნებისთვის ვიყენებთ, ხოლო ნაჭუჭს ვაგდებთ. ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ თხელი თეთრი აპკი, რომელიც ნაჭუჭის შიგნითა ზედაპირს ეკვრის, მაკურნებელი თვისებებით გამოირჩევა. ეს აპკი დამცავ ფუნქციას ასრულებს, იცავს კვერცხის შიგთავსს და მასში უამრავი საკვები და იმუნიტეტის გამაძლიერებელი ნივთიერებაა თავმოყრილი.

ნაჭუჭშიდა თხელი აპკი შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, ცილას. ცილა, თავის მხრივ, შეიცავს არგინინს, გლუტამინის მჟავას, მეთიონინს, ჰისტიდინს, ცისტინს და პროლინს. ჰიალურონის მჟავა (ჰმ) სახსრებს ელასტიკურობას ანიჭებს, ხერხემლის მალების დისკებს სიმტკიცეს აძლევს და ძალზე მნიშვნელოვანია თვალებისთვის. ამას გარდა, მასში სითხის დიდი შემცველობაა – მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ჰიალურონის მჟავას სწორედ ეს თვისება აძლევს ზოგიერთ ქსოვილს უნარს, შეეწინააღმდეგოს მოჭმუჭვნას (და სახის კანს სიმკვრივე და ელასტიკურობა შეუნარჩუნოს). ჰიალურონის მჟავა მოქმედებს, აგრეთვე, როგორც ერთგვარი ამორტიზატორი (სახსრების ხრტილოვანი ქსოვილების აღმდგენი).

რამდენადაც კვერცხის ნაჭუჭის აპკი ყველა იმ საკვებ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ჯანმრთელი შემაერთებელი ქსოვილის შესაქმნელად არის საჭირო, მეცნიერებმა მთლიანად კვერცხის ნაჭუჭის აპკისგან შექმნეს პრეპარატი, რომელიც გამოიყენება შესაზელად, ტკივილის დასაამებლად და ზოგიერთი ხრტილოვანი და სხვა ქსოვილების ჰიდრატაციისთვის ართრიტის მკურნალობის დროს. ამ პროდუქტზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ძვლებისა და სახსრების დაავადებების მქონე ადამიანები მოძრაობისას შვებას და კომფორტს გრძნობენ პრეპარატის გამოყენებიდან უკვე მე-7-10 დღეს.

ამას გარდა, არსებობს ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი კაფსულების სახით, რომელიც მთლიანად კვერცხის ნაჭუჭის აპკისგანაა შექმნილი. თუ დღის ბოლოს კიდურებში სიმძიმეს გრძნობთ, ხელების და ფეხების მოხრა გიჭირთ, ხოლო ღამ-ღამობით კიდურები გიბუჟდებათ, ეს საჭირო ნივთიერებების უკმარისობის ნიშანია. თუ კანი მოგემჩვარათ, დროდადრო მასზე ანთებითი კერები ჩნდება, სახეზე ცუდი ფერი გადევთ – ესეც საგანგაშო სიგნალია იმისა, რომ ორგანიზმს რაღაც არ ჰყოფნის. კვერცხის ნაჭუჭის აპკისგან დამზადებული საკვები დანამატები კაფსულების სახით დაგეხმარებათ უსიამოვნებებთან გამკლავებაში, ხელს შეუწყობს სახსრების და ეპიდერმისის გაჯანსაღებას და თან კარგ განწყობასაც დაგიბრუნებთ (არ დაგავიწყდეთ უკუჩვენებები და სანამ გამოიყენებთ, ექიმს ჰკითხეთ რჩევა).

ეს, რაც შეეხება მეცნიერულად დამუშავებულ სამედიცინო პრეპარატებს. როგორ იყენებს კვერცხის ნაჭუჭის აპკს ხალხური მედიცინა?

კვერცხი გატეხეთ, მისი შიგთავსი დანიშნულებისამებრ გამოიყენეთ: გნებავთ ერბოკვერცხი გააკეთეთ, გნებავთ – ბლინები, ხოლო ნაჭუჭს მოაცალეთ თხელი თეთრი აპკი და გამოიყენეთ სამკურნალოდ შემდეგ შემთხვევებში:

ზოგჯერ მანიკიურის და პედიკიურის გაკეთებისას ფრჩხილის ირგვლივ კანი ზიანდება და მტკივნეულია. კვერცხის აპკი მშველელად მოგევლინებათ: მოაცილეთ ნაჭუჭს აპკი, სველი მხრიდან დაიდეთ დაზიანებულ ადგილას და გაიჩერეთ, სანამ კარგად არ გახმება. თუ ჭრილობა ბოლომდე არ მოგიშუშდათ, მეორე დღეს პროცედურა გაიმეორეთ (როგორც წესი, ერთი პროცედურა საკმარისია ხოლმე).

თუ ხელი გაიჭერით ან გაიკაწრეთ, კვერცხის ნაჭუჭის აპკი სველი მხრიდან დაიფინეთ ჭრილობაზე და დატოვეთ, სანამ არ გახმება. თუ აუცილებელია, გადაიხვიეთ. ნაჭრილობევი სწრაფად შეხორცდება და კვალიც არ დარჩება.

ფერიმჭამელები და გამონაყარი კანზე კარგად ექვემდებარება კვერცხის ნაჭუჭის აპკით მკურნალობას. აპკი სველი მხრიდან დაიფინეთ პრობლემურ ადგილებზე და დატოვეთ, სანამ არ გახმება. გაშრობისას კვერცხის მემბრანა კანიდან გამოიტანს, რაც ზედმეტია და თან ფერიმჭამელებით და მუწუკებით დაზიანებულ კანსაც უმკურნალებს.

კვერცხის ნაჭუჭის აპკი შესობილი ხიჭვის ამ შუშის პატარა ნამსხვრევის გამოსადევნადაც კარგი საშუალებაა. პრინციპი იგივეა: დაიფინეთ აპკი პრობლემურ ადგილას სველი მხრიდან და დატოვეთ, სანამ არ გახმება. გაშრობისას აპკი ხიჭვს გამოქაჩავს, მისი წვერი გამოჩნდება და პინცეტით შეგიძლიათ ამოიღოთ.

რჩევა: ცხადია, მეტი ეფექტიანობისთვის ჯობია ე. წ. სოფლის კვერცხი გამოიყენოთ.

წყარო: https://rua.gr/
კომენტარები
Загрузка...