კრიმინალიnewsსაბერძნეთი

კალამატაში ყოფილმა მასწავლებელმა თავი მოიკლა

 მაისს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა საბერძნეთის ქალაქ კალამატაში – მასწავლებელმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. გარდაცვლილი საკუთარ სახლთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთზე აღმოაჩინეს.

როგორც პოლიციამ დაადგინა, 73 წლის პენსიონერმა მამაკაცმა, ყოფილმა მასწავლებელმა წერილი დატოვა, რომელშიც თვითმკვლელობის მიზეზს ასახელებს. პოლიცია წერილის დეტალებს არ ასაჯაროებს.
უცნობია თვითმკვლელობის ზუსტი დრო. სუიციდი, სავარაუდოდ, დილით ადრე მოხდა. შვილები მამას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close