ანარქისტები ათენში პოლიციას თავს დაესხნენ

141

პარასკევს, 4 მაისს, ნაშუაღამევს ათენში ანარქისტებმა პოლიციაზე ორმაგი თავდასხმა განახორციელეს. თავდამსხმელებმა ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენეს.

რადიკალური მემარცხენე დაჯგუფების წევრებმა, რომლებიც ათენის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს შეკრების ადგილად იყენებენ, თავდაპირველად პატისიონის ქუჩაზე მყოფი სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებზე მიიტანეს იერიში. პოლიციამ თავდამსხმელები სწრაფად გაფანტა, მაგრამ ანარქისტებმა ხარილაუ ტრიკუპის ქუჩაზე გადაინაცვლეს და იქ მყოფ პოლიციელებს დაესხნენ თავს.

საბედნიეროდ, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. პოლიციას არავინ დაუკავებია. შესაბამისად, ანარქისტებისთვის ღამე წარმატებული გამოდგა – საძულველ სამართალდამცავებს სიმშვიდე დანაკარგების გარეშე დაურღვიეს.

კომენტარები