სამზარეულო

რძეში გადაზელილი ყველი

საჭირო პროდუქტი

2 ლ რძე, 500 გ იმერული ყველი, პიტნა და მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი

ყველი დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად, ჩადეთ ქვაბში, დაასხით ცხელი რძე და მოხარშეთ.

მოხარშული ყველი რძიდან ამოიღეთ და კოვზით დაზილეთ. დაზელის დროს თანდათან დაუმატეთ თითო ჩამჩა მდუღარე რძე, წვრილად დაჭრილი პიტნა და განაგრძეთ ზელა, სანამ ყველი კარგად არ გადაიზილება და რძე ცოტათი არ შესქელდება.

გადაზელილი ყველი დაჭერით ნაჭრებად და თითოეულ ულუფას დაუმატეთ რძე. სუფრაზე ცხელ-ცხელი მიიტანეთ ღომთან ერთად.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close