კრიმინალიnewsსაბერძნეთი

ნიქოზიაში ცოლ-ქმრის სასტიკი მკვლელობის საქმე გახსნილია

როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, 19 აპრილს საზარელი მკვლელობა მოხდა კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიის გარეუბანში. ცოლ-ქმარი – გიორგოს ხაძიგეორგიუ და დინა სერგიუ 15 წლის აყვანილი ვაჟიშვილის თვალწინ დანით მოკლეს. ორივე გარდაცვლილს დანით უამრავი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.


კვიპროსის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა, მათგან ერთი ქალია. როგორც აღმოჩნდა, ბრალდებულები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ და გიორგოს ხაძიგეორგიუს სახლში ძარცვის მიზნით შევიდნენ. სახლის მეპატრონეებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს და ძარცვის მცდელობა მკვლელობით დასრულდა.

4 დაკავებულიდან სამი ბრალდებული კვიპროსის მოქალაქეა, ერთი კი (ქალი) – უცხოელი. პოლიციის ინფორმაციით, მკვლელობა უშუალოდ ჯგუფის მეთაურმა, 33 წლის ლოიზოს ძიონისმა ჩაიდინა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close