იღბალიც ამას ჰქვია – 3 ევროდ 5 მილიონ 611 ათასი ევრო მოიგო

151

საბერძნეთში პოპულარული ლატარიის, ჯოკერის მორიგმა გათამაშებამ ქვეყანას კიდევ ერთი მილიონერი მოუვლინა.

29 აპრილს გამართულ გათამაშებაში იღბლიანი ნომრები იყო: 4, 7, 17, 27, 42, ხოლო ჯოკერი 8. როგორც აღმოჩნდა, ერთმა იღბლიანმა ყველა რიცხვი გამოიცნო და 5 მილიონ 611 ათასი ევრო მოიგო.
ცნობილია, რომ იღბლიანი ბილეთი ათენში, პევკის რაიონში შეივსო და რამდენადაც სხვამ ვერავინ შეძლო ექვსივე რიცხვის გამოცნობა, მთელი პრიზი მას შეხვდა. მომავალმა მილიონერმა ბილეთში სულ რაღაც 3 ევრო გადაიხადა.

როგორც ყოველთვის, საბერძნეთის ლატარიის კომპანიამ გამარჯვებულის ვინაობა ამჯერადაც არ დაასახელა.

კომენტარები
Загрузка...