პოლიტიკასაზოგადოებაnewsსაბერძნეთი

ათონის წმინდა მთის მმართველი საბჭო პუტინს ბერძენი სამხედროების გათავისუფლებაში შუამავლობას სთხოვს

ბერძნული მედიის ცნობით, ათონის წმინდა მთის მმართველმა საბჭომ 31 მარტს ვლადიმირ პუტინს არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა. წერილში, მილოცვის გარდა, გამოთქმულია სურვილი, რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთის ხელისუფლებასთან ორი ბერძენი ჯარისკაცის გათავისუფლების საკითხზე იშუამავლოს. რამდენიმე დღის წინათ პუტინმა ათონელი ბერების თხოვნას უპასუხა.

საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებული ორი ბერძენი ჯარისკაცი უკვე თითქმის ორი თვეა ადრიანოპოლის ციხეში რჩება. როგორც აღმოჩნდა, ათონის მთის მმართველი საბჭო ცდილობს, მათ განთავისუფლებაში თავისი წვლილი შეიტანოს და ამ თვალსაზრისით სასარგებლოდ მიიჩნია რუსეთის პრეზიდენტისთვის შუამავლობა ეთხოვა.

პუტინის პასუხმა სამი კვირა დააგვიანა: რუსმა დიპლომატმა ათონელ ბერებს ზეპირად გადასცა რუსეთის პრეზიდენტის დანაბარები. როგორც აღმოჩნდა, 3 აპრილს ანკარაში თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე რუსეთის უმაღლესმა ხელისუფალმა ბერძენი ჯარისკაცების საკითხი დააყენა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close