რას არ გაიგებ/ფაქტებისხვა

ნორვეგიაში 3 წლის განმავლობაში ძაღლი მეფობდა

მე-12 საუკუნის ვიკინგების ქრონიკებში უცნაური ისტორიული ეპიზოდია გადმოცემული.

როცა ნორვეგიელმა მეფე ეისტეინ მაგნუსონმა ტრონჰეიმის მიწა დაიპყრო, მეფისნაცვლად საკუთარი შვილი – ენუნდი დანიშნა, მაგრამ ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ მოწყობილი აჯანყებისას ენუნდი დაიღუპა. მაგნუსონმა ბუნტი არნახული სისასტიკით ჩაახშო. ხელახლა დაპყრობილ აბორიგენებს მან არჩევანი შესთავაზა – მათი მმართველი ან მონა, სახელად ტორერ ფაქსი, ან მეფის ძაღლი, სახელად საური უნდა გამხდარიყო. როგორც ისტორია მოგვითხრობს, ადამიანებმა ძაღლი ირჩიეს, რადგან იმედოვნებდნენ, რომ ძაღლი მონაზე მალე მოკვდებოდა.

ისტორია დუმს იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს იტანდნენ ასეთ დამცირებას ტრონჰეიმის მცხოვრებნი; იმას კი იუწყება, რომ საური სასახლეში ტახტზე იჯდა და ოქროს საყელური ჰქონდა შებმული.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close