სამზარეულო

სპაგეტი „ბოლონეზე“ – ბოლონიური რაგუ

ამ ცნობილი კერძის მომზადება ნებისმიერმა იტალიელმა იცის. სოუსი „ბოლონეზე“, რომელსაც მშობლიურ ბოლონიაში RAGU ALLA BOLOGNESE ეწოდება, სწორედაც რომ რაგუა და არა მარტო სპაგეტის, არამედ კარტოფილის პიურესაც უხდება.

საჭირო პროდუქტი: 700 გ საქონლის ხორცის ფარში, 500 გ სპაგეტი, 800 გ პომიდორი, 200 მლ მშრალი წითელი ღვინო, 4 ს/კ ზეითუნის ზეთი, 1 კონა ოხრახუში, 1 მსხვილი სტაფილო, 1 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი,შაშკვლავი (ბაზილიკი), თავშავა (ორეგანო), მარილი, წიწაკა – გემოვნებით.
მომზადების წესი: ფარში მოშუშეთ ტაფაზე 1 ს/კ ზეთში. ნიორი, ხახვი, ოხრახუში წვრილად დაჭერით, სტაფილო გახეხეთ. ჩააწყვეთ ბოსტნეული ქვაბში, დაასხით 3 ს/კ ზეითუნის ზეთი და მოშუშეთ რამდენიმე წუთი, თან ურიეთ. დაუმატეთ ბოსტნეულს მოშუშული ფარში და კარგად გადაურიეთ. ქვაბში ჩაასხით ღვინო და დააცადეთ ალკოჰოლს აორთქლება. დაუმატეთ დაჭყლეტილი პომიდორი, დაჭრილი შაშკვლავი (ბაზილიკი) და ორეგანო. ქვაბს სახურავი დაახურეთ და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 1 საათი. დროდადრო მოურიეთ. სოუსი შესქელდება და ერთგვაროვანი გახდება. დაუმატეთ მარილი და წიწაკა.
სპაგეტი მოხარშეთ, გადაიტანეთ თეფშზე და ზემოდან მოასხით სოუსი. შეგიძლიათ მოაყაროთ გახეხილი პარმეზანი და მორთოთ შაშკვლავის ფოთლებით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close