ქართველები უცხოეთში

პატარა ქართველი გოგონა – ბერძნული სერიალის გმირი

ბერძნული სატელევიზიო არხიალფა“ 2017 წლიდან მოყოლებული აჩვენებს სერიალსტატუ“, რომლის მეორე სეზონში პატარა ლამაზი გოგონა გამოჩნდა. როგორც აღმოჩნდა, ალკიონის როლის შემსრულებელი ნორჩი მსახიობი ქართველია.

საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი მეგობრებისგან სასიამოვნო ამბავი შევიტყვეთ, რომელიც გვინდა გაგიზიაროთ. აღმოჩნდა, რომ ბერძნული სერიალის ახალი გმირი წარმოშობით ქართველია. ის თერთმეტი წლისაა და სახელად ათინა ჰქვია, გვარად თოდაძეა. ათინას დედა ქართველია, ხოლო მამა – ბერძენი. მართალია, გოგონა არასდროს ყოფილა საქართველოში, მაგრამ ქართულად შესანიშნავად საუბრობს. სკოლის შემდეგ, საღამოობით ათინა სერიალის გადაღებებზე დადის. ის ფილმის ახალი გმირია, მაგრამ მაყურებელს თავი უკვე დაამახსოვრა.

სერიალი „ტატუ“ საკმაოდ პოპულარულია და, როგორც ირკვევა, გადაღებები კიდევ ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. იმედია, ამ ხნის განმავლობაში პატარა ქართველი მსახიობი კიდევ უფრო უკეთესად წარმოაჩენს თავის ნიჭს, მით უმეტეს, რომ იგი პროფესიონალ მსახიობობაზე ოცნებობს.

ჩვენი მხრივ, ვეცდებით უახლოეს მომავალში იგი უფრო კარგად გაგაცნოთ და დღესასწაულების შემდეგ მასთან ინტერვიუ ჩავწეროთ, ხოლო ჩვენს მეგობრებს მადლობას ვუხდით მოწოდებული ინფორმაციისთვის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close