ისტორიასაბერძნეთი

რას წერდა გაზეთი „კათიმერინი“ 1938 წელს სტალინისა და კეკე ჯუღაშვილის შესახებ

ცნობილი ბერძნული გაზეთი „კათიმერინი“ თავის ვებგვერდზე ხშირად გვთავაზობს საკუთარ ძველ, საინტერესო პუბლიკაციებს. 14 მარტს საიტზე გამოქვეყნდა ერთი პატარა ჩანახატი, რომელიც გაზეთმა 1938 წლის 14 მარტს დაბეჭდა. ჩანახატი ეკატერინე (კეკე) ჯუღაშვილის გარდაცვალებიდან (1937 წლის 4 ივნისი) რამდენიმე თვეში დაიბეჭდა და მასში სტალინის დედასთან დაკავშირებული ერთი ისტორიაა მოთხრობილი. სამწუხაროდ, უცნობია პუბლიკაციის წყარო, თუმცა ტექსტი საინტერესოა, ამიტომაც მის სრულ თარგმანს გთავაზობთ:

თბილისი, საქართველოს დედაქალაქი. წლების სიმძიმისგან მოხრილი მოხუცებული ქალი შედის სიონის უძველეს საკათედრო ტაძარში, რომელიც მრავალი ქარტეხილის მიუხედავად მყარად დგას. მოხუცებული მიდის ღვთისმშობლის ხატთან, ემთხვევა და ტაძრის კუთხეში განმარტოვდება. წარმოთქვამს ლოცვას, რომელიც ბავშვობიდან ახსოვს. ლოცულობს თავსი ვაჟივილითვის, რომელიც შორსაა. ასევე მთელი კაცობრიობისთვის. მორწმუნენი მას მორცხვად, პატივისცემითა და შიშით შეჰყურებენ. მას ყველა იცნობს… სრულ მარტოობაში ცხოვრობს. მხოლოდ წმინდა ხატთან ურთიერთობს… მის დანახვაზე მაღალჩინოსნები ფეხზე დგებიან. რასაც ისურვებს, მაშინვე მიართმევენ. ეს ეკატერინე ჯუღაშვილია, ერთი მეწაღის ქვრივი. მოხუცი ქალი არ იცნობს რუსეთს და არ იცის, რას აკეთებს მისი ვაჟი. თუმცა იცის, რომ მას ხელმწიფის ძალაუფლება აქვს… ეკატერინე ჯუღაშვილი მოკლულების სულების ცხონებისა და თავისი ვაჟის, სოსოს სულის ხსნისათვის ლოცულობს“.

ორიგინალური ვერსია: http://www.kathimerini.gr/953719/opinion/epikairothta/politikh/80-xronia-prin-14-iii-1938

წაიკითხეთ, აგრეთვე, საინტერესო ისტორია, როგორ გაიყვეს სტალინმა და ჩერჩილმა საბერძნეთიhttp://nostal.ge/2018/03/22/rogor-gaiyves-stalinma-da-chercilma/

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close