პოლიტიკაპოლიტიკაnewsსაბერძნეთისაქართველო

საქართველოს გენშტაბის უფროსის ვიზიტი საბერძნეთში

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია 14-16 მარტს პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საბერძნეთის რესპუბლიკაში.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის გენერალური შტაბის უფროსთან, ადმირალ ევანგელოს აპოსტოლაკისთან. ბერძნული მედიის ცნობით, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა აღმოსავლეთი ხმელთაშუაზღვისპირეთისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებს. ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები, რომლებიც მოიცავს პიროვნულ, აკადემიურ და პროფესიულ განათლებას.

ვიზიტის დროს საქართველოს გენშტაბის უფროსი საბერძნეთის თავდაცვის მინისტრ პანოს კამენოსს შეხვდა, აგრეთვე, დაათვალიერა სპეცდანიშნულების ძალების სავარჯიშო ცენტრი და ესაუბრა ოთხ ქართველ სტუდენტს, რომლებიც სამხედრო განათლებას საბერძნეთში იღებენ.

ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ასევე მოინახულა ათენის აკროპოლისი და სამხედრო მუზეუმი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close