თესალონიკის „პაოკის“ მეპატრონემ, ივან სავიდისმა თავისი საწარმო 1.6 მილიარდ დოლარად გაყიდა

67

თესალონიკის „პაოკის“ სკანდალურად ცნობილმა მეპატრონემ, ივან სავიდისმა რუსეთში მის საკუთრებაში არსებული თამბაქოს მწარმოებელი მსხვილი საწარმო DONSKOY TABAK იაპონურ კომპანია JTI-ს 1,6 მილიარდ დოლარად მიჰყიდა.

სავიდისმა Donskoy Tabak-ი გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში სახელმწიფოსგან შეისყიდა. მაშინ ის საწარმოს გენერალური დირექტორის მოადგილე იყო და თავისი პოსტი პრივატიზაციის პროცესში სარფიანად გამოიყენა. მართალია, ბოლო დროს თამბაქოს ბიზნესი არც ისე წარმატებული იყო, მაგრამ მას რუსულ ბაზარზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა.

ჯერ კიდევ უცნობია, სად დააბანდებს სავიდისი თავის კაპიტალს. ბერძნები იმედოვნებენ, რომ ეს საბერძნეთში მოხდება, თუმცა „პაოკსა“ და „აეკს“ შორის გამართული მატჩისას მომხდარი ინციდენტის შემდეგ სავიდისის საქმეები საბერძნეთში საკმაოდ აირია. „პაოკს“ ბერძნული სუპერლიგიდან მოკვეთა ემუქრება, ხოლო სავიდისს შესაძლოა საფეხბურთო მოღვაწეობა აუკრძალონ.

კომენტარები
გაზიარება