ბერძნები საკუთარი ჯარისკაცების გამოხსნას ვერ ახერხებენ

257
მევლუდ ჩავუშოღლუ

მარტის დასაწყისში თურქების მიერ დაკავებული ორი ბერძენი მესაზღვრე პატიმრობაში რჩება. მათ ბრალი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედებათ. ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობების ფონზე, დაკავებული ჯარისკაცების ბედი, როგორც ჩანს, პოლიტიკური პროცესების ნაწილი ხდება.

გერმანულ პრესასთან განცხადება გააკეთა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ. მისი თქმით, საკითხი საგამოძიებო ორგანოებმა და სასამართლომ უნდა გადაწყვიტონ და პოლიტიკასთან ამას კავშირი არა აქვს. საჭიროა გაირკვეს, რა იმალება მომხდარის უკან. მინისტრმა ასევე გამორიცხა, რომ თურქეთი შეეცდება, ბერძენი მესაზღვრეები გაცვალოს 8 თურქ ჯარისკაცზე, რომლებიც 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების უშედეგო მცდელობის შემდეგ შვეულმფრენით საბერძნეთში გაიქცნენ და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვეს.

ჩავუშოღლუს განცხადება საბერძნეთში მიიღეს, როგორც შეტყობინება, რომ ეს საკითხი მალე არ გადაწყდება და ბერძენი სამხედროები დიდხანს დარჩებიან პატიმრობაში. ყოველ შემთხვევაში, ასე აღიქვეს ჩავუშოღლუს მიერ ნათქვამი ფრაზა – „საჭიროა გაირკვეს, რა იმალება მომხდარის უკან”. საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა პანოს კამენოსმა ჯარისკაცები თურქების მძევლებად მოიხსენია და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

კომენტარები
Загрузка...