მსოფლიოnews

AMAZON.COM-ის დამფუძნებელი ჯეფრი ბეზოსი FORBES-ის მილიარდერთა რეიტინგში პირველია

ჟურნალმა FORBES-მა მსოფლიოს მილიარდერების ახალი, 2018 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც,  წინა წელთან შედარებით, წელს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რეიტინგში 222 პოზიციით დაქვეითდა და 766-ე პოზიციას იკავებს. მისი ქონება 3,1 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება (წინა წელს 3,5 მლრდ იყო). ჟურნალის ინფორმაციით, ეს, ნაწილობრივ, ნიუ-იორკში უძრავი ქონების ფასის ვარდნით, აგრეთვე, მისი გოლფის მოედნების შემოსავლების კლებითაა გამოწვეული.

მოდით, ამ ამბავს გულთან ნუ მივიტანთ და სხვა მილიარდერებს გადავხედოთ.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად აღიარებულია ონლაინმაღაზია amazon.com-ის დამფუძნებელი და მმართველი ჯეფრი ბეზოსი. მისი შემოსავლები შარშანდელი 39 მილიარდიდან წელს 112 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ბეზოსის ქონების ასეთი მატება მსოფლიოში უპრეცედენტოა კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე.

Photograph by Michael Kovac – Getty Images for Vanity Fair

Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის ქონება 90 მლრდ დოლარად ფასდება (შარშანდელთან შედარებით 4 მლრდ დოლარით გაიზარდა). ბილ გეიტსი „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგის სათავეში 18-ჯერ იყო ბოლო 24 წლის განმავლობაში, თუმცა ახლა ის მეორეა.

ამერიკელი ინვესტორი უორენ  ბაფეტი, რომლის ქონებაც 84 მლრდ აშშ დოლარად შეაფასა „ფორბსმა“, მესამეა (შარშანდელთან შედარებით მისი ქონებაც გაიზარდა, თანაც არც თუ გროშებით – მთელი 8,4 მლრდ აშშ დოლარით).

მთლიანობაში მსოფლიოს მილიარდერთა 32-ე ყოველწლიურ რეიტინგში 2208 ადამიანი შევიდა და ეს რეკორდული მაჩვენებელია.

ევროპის ყველაზე მდიდარი ადამიანია ფრანგი ბერნარ არნო – ფუფუნების საგნების მწარმოებელი კომპანია LVMH-ის ხელმძღვანელი. მისი ქონება 72 მილიარდად შეფასდა.

პირველ ათეულში შევიდნენ ფეისბუქის „მამა“ მარკ ცუკერბერგი (71 მლრდ აშშ დოლარი), Zara-ს მაღაზიების  მფლობელი, Inditex-ჯგუფის დამფუძნებელი, ესპანელი ამანსიო ორტეგა (70 მლრდ), მექსიკელი ტელეკომუნიკაციების მაგნატი კარლოს სლიმი (67 მლრდ), ამერიკული კომპანია Koch Industries-ს მფლობელები – ჩარლზ და დევიდ კოხები (60-60 მლრდ), კორპორაცია Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონი (58,5 მლრდ).

ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი 2018 წლის რეიტინგში 456-ეა 4,6 მლრდ აშშ დოლარით.

ყველა მილიარდერის ნახვა თუ გინდათ, ამ ბმულზე გადადით:

https://www.forbes.com/billionaires/list/11/#version:static

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close