პოლიტიკაnewsსაბერძნეთი

ბერძენი ჯარისკაცები თურქულ ციხეში რჩებიან

ორშაბათს, 5 მარტს თურქეთის ქალაქ ადრიანოპოლში უნდა გამართულიყო ორი ბერძენი ჯარისკაცის სასამართლო პროცესი, რომელიც გადაიდო და დღემდე უცნობია, როდის გაიმართება.

როგორც ცნობილია, ხუთშაბათს, 1-ელ მარტს ორმა ბერძენმა სამხედრო მოსამსახურემ, რომლებიც სასაზღვრო პუნქტ კასტანიესთან სამხედრო ნაწილში მსახურობენ, მორიგეობის დროს ცუდი კლიმატური პირობების გამო ორიენტაცია დაკარგეს და თურქეთის საზღვარი უნებლიეთ გადალახეს. ჯარისკაცები თურქულმა მხარემ დააკავა და ადრიანოპოლში გადაგზავნა, სადაც ისინი სასამართლოს წინაშე წარადგინეს. მათ ბრალი დასდეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.

ვარაუდობენ, რომ შესაძლოა თურქეთმა მოითხოვოს დაკავებული მესაზღვრეების რამდენიმე თურქ სამხედროზე, რომლებიც თურქეთში სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ საბერძნეთში გაიქცნენ და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეს. მოვლენების ასეთი განვითარება გამორიცხა თურქეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ბექირ ბოზდაღმა. მიუხედავად ამისა, თურქეთის მხარე აშკარად არ ჩქარობს პრობლემის მოგვარებას. ადრე ანალოგიურ ვითარებაში მხარეები ადვილად პოულობდნენ საერთო ენას. ამჯერად ვითარება საკმაოდ დაძაბულია.

გამორიცხული არ არის, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა პირადად დაურეკოს თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიიფ ერდოღანს და ჯარისკაცების გამოხსნაში დახმარება სთხოვოს.

კომენტარები

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close