ათენის ცენტრში ბანკომატები გატეხეს

110

შაბათს, 3 მარტს, გამთენიისას უცნობმა პირებმა ათენის ცენტრალურ უბანში, პატისიონზე მდებარე ორი ბანკომატი დააზიანეს.

მძარცველებმა სპეციალური მოწყობილება გამოიყენეს, რომლის მეშვეობითაც გაჭრეს ბანკომატის დამცავი კედელი, თუმცა ფულის გატაცება მხოლოდ ერთი ბანკომატიდან მოახერხეს.

ბოლო დროს ათენში კრიმინალური შემთხვევები გახშირდა, რაც ალბათ პოლიციის არაეფექტიანი მუშაობის შედეგია. მძარცველების ცხელ კვალზე დაკავება ამჯერადაც ვერ მოხერხდა. შესაბამისად, მსგავსი ფაქტების განმეორებას უნდა ველოდოთ.

კომენტარები
გაზიარება