პოლიტიკაnewsსაბერძნეთი

დავა „მაკედონიაზე“ – სკოპიე საბერძნეთს სახელწოდების 4 ვარიანტს სთავაზობს

ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის (დედაქალაქი – სკოპიე) პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა თავისი სახელმწიფოს სახელწოდების კიდევ ოთხი ვარიანტი წარმოადგინა, – ამის თაობაზე სააგენტო „როიტერი“ იტყობინება.

სკოპიე დარწმუნებულია, რომ ოთხივე ვერსია მისაღები იქნება საბერძნეთისთვის, რომელიც ევროპის კავშირსა და ნატოში მაკედონიის გაწევრიანებას სახელწოდებასთან დაკავშირებული დავის გამო ბლოკავს.

რაც შეეხება სახელწოდების 4 ვარიანტს, ესენია: ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, ზემო მაკედონიის რესპუბლიკა, ვარდარ მაკედონიის რესპუბლიკა და მაკედონიის (სკოპიე) რესპუბლიკა , –  ზორან ზაევი დარწმუნებულია, რომ საბერძნეთი 4-ვეთი კმაყოფილი დარჩება.

ამჟამად საბერძნეთი სკოპიელების  ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ბლოკავს, რადგანაც, ბერძნების აზრით, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიამ საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონის სახელი მიითვისა. საბერძნეთი კატეგორიულად არ ეთანხმება სახელწოდების არცერთ ვარიანტს, რომელშიც სიტყვა „მაკედონია“ ფიქსირდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
Close