საბერძნეთში ტურიზმი იზრდება – გერმანელები ყველაზე მეტნი ჩამოდიან

27

გერმანულმა გაზეთმა „ბილდმა“ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, რომელიც საბერძნეთში ტურიზმის განვითარებას ეხება. გერმანელების დაინტერესება 2017 წლის სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებამ გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა, გასულ წელს საბერძნეთში ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა – ქვეყანა 27 მილიონმა უცხოელმა ტურისტმა მოინახულა.

ყველაზე მეტი ტურისტი გერმანიიდან ჩამოვიდა – 3.7 მილიონი. რეკორდული იყო ტურიზმისგან შემოსავალიც. „ბილდის“ ინფორმაციის თანახმად, უცხოელ ტურისტებს საბერძნეთში იზიდავს როგორც ისტორიული, ისე გასართობი ტურისტული ობიექტები.

კომენტარები
გაზიარება