გამთენიისას გლიფადაში აფეთქება მოხდა

175

როგორც ჩანს, ათენში ავეჯის მაღაზიებს სერიოზული მტერი გაუჩნდა.

უკვე ვწერდით, რომ პირველ თებერვალს აფეთქება მოხდა კიფისიის გამზირზე მდებარე ავეჯის მაღაზიაში. ამჯერად თავდამსხმელებმა ვულიაღმენის გამზირის გლიფადის მონაკვეთზე მდებარე ავეჯის მაღაზია ამოირჩიეს. 27 თებერვალს, გამთენიისას კრიმინალებმა გატეხეს მაღაზიის მინის ვიტრინა და შენობაში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მექანიზმი შეაგდეს.

აფეთქების შედეგად სერიოზულად დაზიანდა შენობა და მასში არსებული მატერიალური ფასეულობა. პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.

კომენტარები
Загрузка...