ორგანიზებული დანაშაული საბერძნეთში: ქართველები მეორე ადგილზე არიან

138

საბერძნეთის პოლიციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016 წელს საკუთრების მითვისების ბრალდებით 981 ადამიანი დააკავეს, გამოვლინდა 163 ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.

ბინებისა და სხვა უძრავი ქონების ძარცვის შედეგად მითვისებული მატერიალური ფასეულობების საერთო ღირებულებამ ჯამში 50 მილიონ ევროს გადააჭარბა. ბრალდებულთა უმრავლესობა, 57% საბერძნეთის მოქალაქეა, მათგან 79% კი – ბოშები. მეორე ადგილზე საქართველოს მოქალაქეები არიან: 2017 წელს აღნიშნული ბრალდებით 157 ჩვენი თანამოქალაქე დააკავეს. ალბანელები მესამე ადგილს იკავებენ – 144 კაცი.

კომენტარები
გაზიარება