კინო/ფილმებიკულტურა

ირაკლი კვირიკაძეს ბერლინალეზე ჯილდო გადაეცა

მსახიობ ირაკლი კვირიკაძეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ევროპის ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდო ოფიციალურად გადაეცა კიდევ 9 ახალგაზრდა მსახიობთან ერთად. ამ ნომინაციაში გამარჯვებულად ირაკლი კვირიკაძე რამდენიმე ხნის წინ დასახელდა, EUROPEAN FILM PROMOTION-ის გადაწყვეტილებით.

ნომინაციაში – European Shooting Stars ქართველი მსახიობი რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები“ მთავარი როლის შესრულების შედეგად მოხვდა. ფილმი 1983 წელს თბილისში თვითმფრინავის გატაცების მცდელობის რეალურ ისტორიას ასახავს. ირაკლი მასში გეგა კობახიძის როლს ასრულებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close