იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან გადმოირიცხა

103

დღეს, 15 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2018 წლის იანვარში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 110.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – 31.1 პროცენტით (26.1 მლნ აშშ დოლარით) მეტი 2017 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

ფულადი გზავნილების მოცულობის მხრივ პირველ ადგილზეა რუსეთი – 30,9 მლნ აშშ დოლარით, მეორე პოზიცია უჭირავს იტალიას – 13,7 მლნ აშშ დოლარით, მესამეზეა საბერძნეთი – 12,4 მლნ აშშ დოლარით; მას მოსდევს ისრაელი 11,7 მლნ აშშ დოლარით; ამერიკის შეერთებული შტატები მეხუთეა – 10, 7 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება საქართველოს, 2018 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.0 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა – 1,7 მლნ აშშ დოლარით მეტი, ვიდრე შარშან ამავე პერიოდში.

კომენტარები
გაზიარება