ერდოღანის მრჩევლის სიტყვებით, „საბერძნეთი ბუზია, რომელიც…“

29

ბოლო დღეებში კვლავ გამწვავდა საბერძნეთ-თურქეთის ურთიერთობა. დაძაბულობის საბაბი ძველია და ნაცნობი – ეგეოსის ზღვაში მდებარე ერთი ციცქნა სადავო კუნძული იმია.

შანსი ხელიდან არ გაუშვა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიიფ ერდოღანის მრჩეველმა იღით ბულუთმა, რომელიც მკვეთრი და აგრესიული გამონათქვამებით გამოირჩევა და მორიგი „მარგალიტი“ გადმოაფრქვია: ამჯერად მან განაცხადა, რომ აშშ საბერძნეთს თურქეთზე თავდასხმისაკენ უბიძგებს, მაგრამ ეს გეგმა ვერ განხორციელდება, რადგან საბერძნეთი ბუზია, რომელიც გიგანტ თურქეთთან დაპირისპირებას აპირებს. იღით ბულუთი ბერძნებს თურქეთის მკაცრი პასუხით ემუქრება.

კომენტარები
გაზიარება