დაპირისპირება რუსებსა და უკრაინელებს შორის ათენში

25

ათენში დღეს, 15 თებერვალს, ადგილობრივი დროით საღამოს ათ საათზე გაიმართება ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალის მატჩი ფეხბურთში ათენის „აეკ“-სა და კიევის „დინამოს“ შორის. მატჩზე დასასწრებლად კიევიდან ათენში რამდენიმე ათეული უკრაინელი გულშემატკივარი ჩამოვიდა. შუადღისას რამდენიმე მათგანი ქალაქის პრესტიჟულ უბანში, კოლონაკში, ერთ-ერთ კაფეში იმყოფებოდა, როდესაც იქ საბერძნეთში მცხოვრები რუსების ჯგუფი მივიდა, დაახლოებით 20 ადამიანი. მათ უკრაინელების შეურაცხმყოფელი შეძახილები დაიწყეს. პროვოკაციამ შედეგი გამოიღო და მოხდა შეტაკება, რის შედეგადაც კაფე სერიოზულად დაზიანდა, ხოლო პოლიციამ რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა. დაკავებულების შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ ვრცელდება.

იხილე ვიდეო:
კომენტარები
გაზიარება