ბინადრობის მოწმობის ახალი რეგულაციები საბერძნეთში

156

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის ცნობილია, რომ იანვარში პრობლემები შეიქმნა საბერძნეთის საიმიგრაციო სამსახურის კომპიუტერულ სისტემაში, რამაც ბინადრობის მოწმობების განახლების პროცესი შეაფერხა. ამასთან დაკავშირებით მთავრობას რეგულაციების შეცვლა მოუწია.

კერძოდ, ბინადრობის მოწმობები, რომლებსაც ვადა გაუვიდა, ან გაუვა 2017 წლის 18 დეკემბრიდან 2018 წლის 28 თებერვლამდე და სისტემის გაუმართაობის გამო მათი დროული განახლება ვერ მოხდება, ძალაში იქნება 2018 წლის 30 ივნისამდე. ამდენად, ემიგრანტებს, მიუხედავად დიდი რიგებისა, შეეძლებათ მშვიდად განაახლონ თავიანთი საბუთები.

აქვე დავაზუსტებთ, რომ აღნიშნული სახის ვადაგადაცილებული ბინადრობის მოწმობები ძალაში იქნება მხოლოდ საბერძნეთის ტერიტორიაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ემიგრანტები ვადაგადაცილებული ბინადრობის მოწმობით 30 ივნისამდე საზღვარგარეთ მოგზაურობას ვერ შეძლებენ.

კომენტარები
გაზიარება